

გადაცემის „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ გადამღები ჯგუფი ოთხი დღის განმავლობაში ხარაგაულში იმყოფებოდა. მათ მოინახულეს ხარაგაულის ღირსშესანიშნავი ადგილები, შეხვდნენ საინტერესო ადამიანებს.
ხარაგაულში გადაღებულ კადრებს ამ გადაცემაში, სავარაუდოდ, მომავალი წლის იანვრის ბოლოს ვიხილავთ.
„ძალიან დიდი მადლობა გადაცემის, „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“, საოცრად პროფესიონალ გადამღებ ჯგუფს ხარაგაულის და ხარაგაულელების დაფასებისა და მოფერებისთვის. დიდი მადლობა პირადად გია ჯაჯანიძეს ასეთი თბილი და ხალისიანი ვიზიტისთვის, ამ მართლაც ძალიან ლამაზ იმერულ კუთხეში. უღრმესი მადლობა ქალბატონ ელიზაბეთ რუდს, რომელმაც ასე შეიყვარა ხარაგაული და ხარაგაულელები და ყოველთვის ბედნიერია მათთან შეხვედრით და ურთიერთობით. მადლობა ჩემო მეგობრებო, რომ გიყვართ ხარაგაული!“ – წერს სოციალურ ქსელში რამაზ ბლუაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა