

ინტერპრესნიუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისიის შემდეგი სხდომა 29 მაისს ხარაგაულის რაიონში გაიმართება. როგორც კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაზე მეტი ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით, ხარაგაულიდან არის შესული. მან ორი კონკრეტული პირის გვარი დაასახელა.
“როგორც ჩანს, იქ არის ორი პირი, “ნაციონალური მოძრაობიდან” აკაკი მაჭავარიანი და “ქართული ოცნების” წარმომადგენელი კობა ლურსმანაშვილი. არც ერთს ესმის რა არის კანონი და არც მეორეს. აქედან გამომდინარე, შევთანხმდით, რომ გასვლითი სხდომა გაიმართება ხარაგაულში 29 მაისს, 13:00 საათზე. იქ მობრძანდებიან მაჭავარიანი და ლურსმანაშვილი და გამცემენ პასუხს, რატომ არღვევენ კანონს”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
წყარო: www.ipn.ge
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.