

ორშაბათს, 17 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე განიხილავენ ა(ა)იპ `ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის“ (დირექტორი ნინო დიდიძე) მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციას;
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვაჟა მაჭავარიანის ინფორმაციას მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოების აგროვადებში ჩასატარებლად დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წ. 4 ივნისის #133 ბრძანებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების შემოწმების მიზნით შექმნილი კონტროლის ჯგუფის ინფორმაციას გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციას (მომხს. იური ლურსმანაშვილი);
შპს „ხარაგაული 2011“-ის ინფორმაციას საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადების მდგომარეობის შესახებ (მომხს. გოჩა მანჯავიძე).
ბიუროს წევრები დაამტკიცებენ საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხას; პროგრამას სოფელ კიცხში სანერგე მეურნეობის მოსაწყობად (მომხს. ამირან ოქრომჭედლიძე); განიხილავენ საკითხს ა(ა)იპ „ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის“ შექმნის, წესდებისა და დირექტორის დანიშვნის შესახებ (მომხს. მალხაზ კუპრაძე,) მორიგ ცვლილებას ადგილობრივ ბიუჯეტში.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.