დაბა ხარაგაულში გაზიფიცირების საკითხთან დაკავშირებით ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილს, „სოკარისა“ და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. დიალოგი 2014 წელს დ. ხარაგაულში გაზიფიცირებასთან და ამ პროცესის დაბალ ტემპებთან დაკავშირებით გაიმართა. ეს ინფორმაცია თავად დეპუტატმა მოგვაწოდა. მისი თქმით, 2014 წელს მოხდება დაბა ხარაგაულის (პატარა ხარაგაულის ჩათვლით, სულ 1 200 კომლი) გაზიფიცირება და გამოიცდება, რამდენად ვარგისია ბუნებრივი გაზის ადრინდელი ქსელი ფარცხნალსა და ისლარში.
ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, ასევე მუშაობენ იმის გასაანალიზებლად, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი ბუნებრივი გაზის ტრასის მიმდებარე სოფლებში – ლაშესა და ბაზალეთში – გაზიფიცირება.
დევნილი ოჯახებისთვის ბინის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გაცემა იგეგმება.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური