

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საოლქო კომისიისთვის დამატებითი ფართის გამოყოფის მოთხოვნით მიმართა.
საარჩევნო კომისია სატრენინგო-საპრეზენტაციო ოთახს საჭიროებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ჯაბა ბერაძის ინფორმაციით, იმ შენობის პირველ სართულზე, სადაც ამჟამად საოლქო საარჩევნო კომისია ფუნქციონირებს, 51 კვმ ფართის ოთახს უსასყიდლო უზუფრუქტის წესით, არსებობის ვადით, გადასცემენ.
ეს საკითხი ჯაბა ბერაძემ დღეს, 26 მარტს, ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს წარუდგინა.
9 აპრილის ქ. #46-ში მდებარე შენობის პირველი სართული მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მას დროებით, საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის, სამშენებლო მასალების განსათავსებლად, იყენებდნენ.
საოლქო კომისიისთვის ფართის გადაცემის საკითხს მუნიციპალიტეტის საკრებულო 2 აპრილის სხდომაზე განიხილავს.
ხარაგაულში საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული ფართი ცესკო-ს დაფინანსებით გარემონტდება და შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.