

8-9 მარტს საქართველოში საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება, რომლის მთავარი საკითხიც საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში,ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა – აზიური ფაროსანა იქნება.
ღონისძიებას მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით ამერიკის ყველა წამყვანი სპეციალისტი და მეზობელი ქვეყნების ფიტოსანიტარული სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრებიან. სიმპოზიუმის მიზანია ამ მიმართულებით საერთაშორისო და კავკასიის რეგიონში არსებული გამოცდილების გაზიარებაა.
ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, ყველა გეოგრაფიულ არეალი ერთმანეთისგან განსხვავდება. ამიტომ შედეგის ეფექტურობისთვის საჭიროა, დაგროვილი გამოცდილების შესაბამის ღონისძიებებში გამოყენება.
ბოლო ორი წლის განმავლობაში აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო ამერიკის გამოცდილებას ითვალისწინებს. როგორც დავითაშვილი ამბობს, საქართველოს გეოგრაფიული არეალი განსხვავებულია და მეთოდებიც კორექტირებას საჭიროებს, რაც მიმდინარე წელს არის გათვალისწინებული.
ამერიკის შეერთებულ შტატებში აზიურ ფაროსანას თითქმის 20 წელია ებრძვიან.
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის