

გამომცემლობა „ჩემი იმერეთის“ ვებგვერდი chemikharagauli.com საკმაოდ აქტიურად აშუქებს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ვებგვერდზე არ შეინიშნება დადებითი ან უარყოფით განწყობა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ. აქტიურად და მიუკერძოებლად შუქდება მერობის კანდიდატთა წინასაარჩევნო საქმიანობაც, – აღნიშნულია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედია საშუალებებში გაშუქების მონიტორინგის პირველადი შედეგების ანგარიშში.
არჩევნების გაშუქების მედია მონიტორინგს მიმდინარე წლის ივნისიდან ახორციელებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია (სატელევიზიო არხები), ინტერნიუს საქართველო (რადიო სადგურები) და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალებები).
პროექტს „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ახორციელებს გაეროს განვითრების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის