

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ ორგანიზებით დღეს, 28 სექტემბერს, ხარაგაულში ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად გამოკითხვა ჩატარდა.
კამპანიის პასუხისმგებელი პირი ნანა ჩხიკვაძე ამბობს, რომ ხარაგაულში ქალების აქტიურობა უამინდობის გამო ნაკლები იყო, თუმცა კითხვარები სხვადასხვა ორგანიზაციებში მომუშავე ქალბატონებს დაურიგდათ.
„გამოკითხვის შედეგებს ა/ო „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“ არჩევნებში მონაწილე პარტიებს გააცნობს, – ამბობს ნანა ჩხიკვაძე, – დავაკვირდებით, რამდენად აისახება ქალთა მიერ დასახელებული პრიორიტეტები პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებსა და არჩევნების შემდგომ საქმიანობაში.“
გამოკითხვა ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად 27-დან 29 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს 10 რეგიონში გაიმართება.
კამპანია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ ხორციელდება, რომლის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავერობო ორგანიზაცია „სიდა“. R-CSN საქმიანობის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS პროგრამა და ევროკავშირი.
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის