ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის დავით კიკნაძის ინფორმაციით, სკოლებისთვის მოსწავლეთა ტრანსპორტირების მიმართულებების რაოდენობა იზრდება. დავით კიკნაძემ 4 დეკემბერს გამართულ დირექტორთა თათბირზე აღნიშნა, რომ ტრანსპორტი უნდა მოემსახუროს მხოლოდ მოსწავლეებს. დაფიქსირდა არა ერთი შემთხვევა, რომ ავტობუსით მგზავრობდნენ რიგითი მგზავრები. რესურსცენტრს დაევალა მოსწავლეების ტრანსპორტით მომსახურების მონიტორინგი. დავით კიკნაძემ ასევე აღნიშნა, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვების გადინება იმ სოფლებიდან, სადაც სკოლებს არ ემსახურება ტრანსპორტი იმ სოფლებისკენ, სადაც სკოლები ასეთი მომსახურებით სარგებლობენ. თუ მშობელი თვითონ გადაწყვეტს, ბავშვი გადაიყვანოს სხვა სკოლაში, მაშინ მგზავრობის ხარჯებიც თვითონ გასწიოს.
დევნილი ოჯახებისთვის ბინის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გაცემა იგეგმება.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური