

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ შარშან შეძენილი ორი რადარი ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე დამონტაჟდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ რადარებიდან განსაზღვრული შემოსავალი ვერ მიიღო, რადგან რამდენჯერმე მწყობრიდან გამოვიდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი რადარი თვენახევარია, ჩამოხსნილია.
გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე კი განმარტავს, რომ რადარი ხშირად ზიანდებოდა. ამიტომ შესაკეთებლად მომწოდებელს, შპს „მეჯიკ კომპანის,“ გადასცეს.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რადარი უნგრეთში შეიძინეს, – ამბობს თეიმურაზ ჩხეიძე, – ვესაუბრე „მეჯიკ კომპანის“ ხელმძღვანელს, რომელმაც განმიმარტა, რომ რადარი შესაკეთებლად უნგრეთში გააგზავნეს. სავარაუდოდ, მარტში შეკეთებულს დაგვიბრუნებენ.“
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი