

განათლების პროფკავშირების ხარაგაულის რაიონულმა ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მასწავლებელთა ტრანსპორტირების დაფინანსების წინადადებით მიმართა.
ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლალი სებისკვერაძის ინფორმაციით, მასწავლებლებს, რომლებიც ერთი ადმინისტრაციული ერთეულიდან მეორეში შორ მანძილზე გადაადგილდებიან, ან ერთი ქალაქიდან მეორეში ყოველდღიურად მგზავრობენ, ტრანსპორტირების ხარჯი უნდა აუნაზღაურდეთ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ორმოცდაათამდე მასწავლებელს სჭირდება ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურება.
„წერილობით მივმართეთ საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას, – ამბობს ლალი სებისკვერაძე, – უახლოეს ხანში კომისიას დაზუსტებულ სიას მივაწოდებთ და ამის შემდეგ საკრებულოს წევრებთან ერთად ტრანსპორტირების დაფინანსების ფორმაზე ვიმსჯელებთ.“
ნინო კაპანაძე
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,