ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის მოწვევის თხოვნით საკრებულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკო თოფურიძემ მიმართა.
რეგიონული განვითარების ფონდს საკრებულოს მიერ დამტკიცებული დამატებით ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა წარუდგინონ.
- ლაშის იგორეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (პროექტის სრული ღირებულება საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულების გარეშე – 276 300,0 ლარი). აქედან ფონდიდან მოთხოვნილი თანხა – 262 500,0 ლარი, თანადაფინანსება – 13 800,0 ლარი;
- ხიდარში სკოლასთან მისასვლელი გზის მობეტონება (პროექტის სრული ღირებულება საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულების გარეშე – 65 000,0 ლარი). ფონდიდან მოთხოვნილი თანხა – 61 700,0 ლარი, თანადაფინანსება – 3 300,0 ლარი;
- ნადაბურში ც. გელაშვილისა და ნ. გელაშვილის სახლებთან საყრდენი კედელის მოწყობა (პროექტის სრული ღირებულება საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულების გარეშე 55 000,0 ლარი). ფონდიდან მოთხოვნილი თანხა – 52 000,0 ლარი, თანადაფინანსება -3 000,0 ლარი;
- გოლათუბანის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (500 მ-იანი მონაკვეთი); (პროექტის სრული ღირებულება საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულების გარეშე 53 700,0 ლარი). აქედან აფონდიდან მოთხოვნილი თანხა – 51 000,0 ლარი, თანადაფინანსება – 2 700,0 ლარი.
ამ საკითხს საკრებულო 16 თებერვალს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.