

28-29 იანვარს ხარაგაულის ტურიზმის ცენტრის ინიციატივით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სათავგადასავლო ლაშქრობა-ტური მოეწყობა.
მსურველები ულამაზეს და თოვლიან „მაისუროვის ბაღს“, „ხერგილსა“ და „ნასოფლარს“ მოინახულებენ.
მოლაშქრეებს საჭირო ინვენტარით (საძილე ტომარა, პარალონი) ტურიზმის ცენტრი უზრუნველყოფს. ღამის გათევა მაისუროვის კოტეჯშია დაგეგმილი.
ყველა მონაწილემ ორი დღის საკვები უნდა იქონიოს.
მგზავრობის ღირებულებაა 2 ლარი.
გასვლა ხარაგაულის რკინიგზის სადგურიდან 28 იანვარს, 06:30 სთ-ზე;
დაბრუნება – 29 იანვარს 19:00 საათზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ხარაგაულის ტურიზმის ცენტრს ტელეფონით 595 45 30 51 (ბერიკა თურმანიძე).

ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა