

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ხარაგაულელთა იუმორისტული ჯგუფის (ხელმძღვანელი მამუკა ჭიპაშვილი) წევრები დღევანდელ საახალწლო კონცერტზე შეეცადნენ.
კონცერტი ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლ „უბისის“ (ქორეოგრაფები ზაზა და ელისო ლურსმანაშვილები) ცეკვებმა გაალამაზა.
მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა სალომე კვირიკაშვილის, გიორგი მაქაძის, ვასილ კიკნაძის, თინათინ ლურსმანაშვილის მიერ შესრულებული საესტრადო სიმღერებით.
ფოლკლორული ანსამბლ „ოდილას“ სიმღერებმა ღონისძიება უფრო შთამბეჭდავი გახადა.
კონცერტის ბოლოს ხარაგაულელებს დამდეგი, 2017 წელი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკო თოფურიძემ მიულოცა.

ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.