

დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებელი ტენდერის შედეგები ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთასა და ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზების მშენებლობისთვის დასრულების ეტაპზეა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, სამუშაოთა შემსრულებელ კომპანიებთან კონტრაქტები, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოსთვის გაფორმდება.
ხევი-არგვეთას მონაკვეთის სიგრძე 42 კილომეტრია და ის ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით უმნიშვნელოვანესია.
ძირულა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი გზა კი ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და E-60 ავტომაგისტრალს შორის მთავარი საერთაშორისო საგზაო არტერიაა.
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი