„ძალიან კარგი ტენდენციაა, რომ სოფლებში საბავშვო ბაღებისთვის შენობები შენდება. დღეს შევიტყვე, რომ ზვარის ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა მუნიციპალიტეტს გადმოეცა. თუ შენობის რემონტისთვის გამოყოფილი თანხა უკვე განსაზღვრულია, ტენდერიც უახლოეს ხანში გამოცხადდება,“ – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ქეთევან ზუმბაძე.
ქეთევან ზუმბაძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის გახსნა სოფელ ღორეშის მოსახლეობასაც სურს. საუბარია ხიდარში საბავშვო ბაღის ამოქმედებაზე. მისივე თქმით, სოფელ ნებოძირიდან მოლითის საბავშვო ბაღში ცხრა აღსაზრდელი ივლის, თუ მათი ტრანსპორტირების საკითხი მოგვარდება. ტრანსპორტირებას, სავარაუდოდ, წელიწადში 4 800 ლარი დასჭირდება.
გაერთიანების დირექტორი ამბობს, რომ ხევის საბავშვო ბაღის შენობის შემოღობვა არ მიაჩნია პრიორიტეტულად, რადგან, შესაძლოა, ხევში ბაღის ახალი შენობა აიგოს.
დევნილი ოჯახებისთვის ბინის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გაცემა იგეგმება.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური