

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. გამგებლის ერთი მოადგილისა და გამგებლის მრჩევლების თანამდებობები გაუქმდა, გამგებლის მოადგილედ არჩილ მაღრაძე დაინიშნა.
გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე ხარაგაულის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს უხელმძღვანელებს. გამგებლის ყოფილი მოადგილე დავით დევდარიანი ხარაგაულის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსად დაინიშნა. გამგებლის მოადგილე თემურ ჩხეიძე თანამდებობაზე რჩება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკოლოზ თოფურიძის, ინფორმაციით, გამგეობის სამსახურების უფროსები წლის ბოლომდე დაკავებულ პოსტებზე მოვალეობის შემსრულებლად რჩებიან.
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი