2013 წლის 29 ნოემბერს, 14 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: დაბა ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა #15) გაიმართება საქართველოს რკინიგზის „ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონი“-ს სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი, #9 (ზვარეს) გვირაბის დასავლეთი პორტალის პროექტში შეტანილი ცვლილებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.
დაგეგმილი საქმიანობის მიზანია, ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაცია და ექსპლუატაცია.
საზოგადოების წარმომადგენლებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ შემდეგ მისამართებზე:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში – დაბა ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა #15;
შპს „საქართველოს რკინიგზა“-ს ადმინისტრაციულ შენობაში – ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზირი #15;
შპს „გამა კონსალტინგის“ ოფისში – ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი #17ა. ტელ: 595 59 52 55; 595 28 75 60.
საზოგადოებისაგან საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის ვადაა საჯარო განხილვის თაობაზე განცხადების გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
შპს „საქართველოს რკინიგზა“-ს ადმინისტრაცია
დევნილი ოჯახებისთვის ბინის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გაცემა იგეგმება.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური