

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ერთადერთი კანდიდატურა დასახელდა.
ბიუროს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილმა ამ პოსტზე წარსადგენად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძე დაასახელა.
მანანა ბარბაქაძე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხს დეპუტატები ორშაბათს, 14 ნოემბერს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.
თავმჯდომარედ მისი არჩევის შემთხვევაში, მანანა ბარბაქაძე მოადგილედ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გივი თხელიძის დასახელებას აპირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გივი თხელიძის პოსტს გივი ხიჯაკაძე დაიკავებს.
საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საკრებულოს რესპუბლიკელ თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს დეპუტატებმა იმპიჩმენტი გამოუცხადეს.
თამთა გოგოლაძე
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ