

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ააიპებს ნოემბერში შრომის ანაზღაურებისა და სხვა გადაუდებელი ხარჯებისათვის 170 ათასი ლარის დამატება სჭირდებათ. მათ შორის, ხელფასებისათვის დამატებით 152, 9 ათასი, სხვა ხარჯებისათვის – 17,1 ათასი ლარია საჭირო.
ეს ინფორმაცია გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა დეპუტატებს საკრებულოს ბიუროს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გააცნო.
„ხარაგაულდასუფთავება“ დამატებით 45 ათას ლარს ითხოვს, „ხარაგაულკეთილმოწყობა“ – 24 ათას ლარს, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება – 65 ათას ლარს, კულტურის ცენტრი – 20,3 ათას ლარს, ცენტრალური ბიბლიოთეკა – 15 ათას ლარს, ისტორიული მუზეუმი – 700 ლარს.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურიდან საკრებულოში წარდგენილ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ამ ხარჯების დასაფარად ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამული ნაწილის შემცირება იგეგმება. კერძოდ:
ხიდ-ბოგირების მშენებლობა-შეკეთებას 35 ათასი ლარი მოაკლდება;
სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების დამბებისა და წყლის შემკრები ავზების მოწყობისათვის გამოყოფილ თანხას – 19 900 ლარი.
წყლის სისტემის რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის ხარჯები 50 ათასი ლარით შემცირდება;
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის ხარჯები – 13 ათასი ლარით;
სოფლის მეურნეობის დაფინანსება – 5 ათასი ლარით;
სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის ობიექტების რეაბილიტაციისა და ინვენტარიზაციის ხარჯები – 15 ათასი ლარით;
სარეზერვო ფონდი – 20 ათასი ლარით.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობისა და დახმარებისათვის ხარჯები შემცირდება 12 ათასი ლარით.
ბიუროს რიგგარეშე სხდომას იმ ააიპ-ების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების დამატება მოითხოვეს.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ააიპ-ებში შტატების შემცირება აუცილებელია.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ბარბაქაძემ ააიპ-ების ხელმძღვანელებს მოსთხოვა, რომ ყურადღება გაამახვილონ ისეთ თანამშრომლებზე, რომლებიც სხვა სამსახურებშიც არიან დასაქმებული, ასევე პენსიონერ თანამშრომლებზეც.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორ ირმა სებისკვერაძის თქმით, დამატებით მოთხოვნილი ხარჯები მთლიანად ნოემბრის თვის ხელფასების გასაცემადაა საჭირო.
მანანა ბარბაქაძე დაინტერესდა, თუ რაში სჭირდება სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს სამი მოადგილე.
„მხოლოდ ყავის სმაში 800 ლარის აღება გაუმართლებელია. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ძალიან კრიტიკულები ვიქნებით, – ამბობს მანანა ბარბაქაძე.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილს მიაჩნია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობისა და დახმარებისათვის ხარჯების 12 ათასი ლარით შემცირება ააიპებში დასაქმებულთა ხელფასების ასანაზღაურებლად გამართლებული არ არის.
„საკრებულოს წევრები თანახმა ვართ, რომ 12 ათასი ლარით შევამციროთ საკრებულოს წარმომადგენლობითი და სხვა ხარჯები,“ – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი. დეპუტატის განცხადებას ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს.
საბიუჯეტო ცვლილებას საკრებულოს წევრები ორშაბათს, 14 ნოემბერს, განიხილავენ.
თამთა გოგოლაძე
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ