

12:00 სთ-ისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ, ქვეყნის მასშტაბით, 12.71% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 315 009 ამომრჩეველია. აღნიშნულის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განუცხადა.
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა №37 მაჟორიტარული ოლქის მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 22.7% შეადგინა.
ასევე 50 მაჟორიტარულ ოლქს შორის ყველაზე მეტი აქტივობა არის №60 მაჟორიტარული ოლქის ლანჩხუთი-ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე – 19,9% და №51 მაჟორიტარული ოლქის ბაღდათი-ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე – 18.5%.
12:00 სთ-ის მდგომარეობით, ყველაზე დაბალი აქტივობა ფიქსირდება №41 მაჟორიტარული ოლქის გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე – 7,2%. ასევე დაბალი აქტივობაა №9 მაჟორიტარული ოლქის ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 7,9% შეადგინა.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა