

19 ოქტომბერს, ქ. ქირიათ-ათას „ბეით გილ ჰაზაავ“-ის დარბაზში გაიმართა ცნობილი ქართველი ხელოვანისა და მწერლის იზა ვეფხვაძის მონოსპექტაკლისა და ამავე სახელწოდების ორენოვანი (ქართულ-ივრითული) წიგნი-სცენარის – „ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს“ წარდგინება ქართველ ებრაელთა საზოგადოების წინაშე.
სპექტაკლი და ნაწარმოები ეძღვნება 26 საუკუნოვან სამაგალითო, ყველაზე მშვიდობიან და უღალატო მეგობრობას ქართველ და ებრაელ ხალხთა ისტორიაში.
წიგნი ივრითულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა საქართველოსა და ისრაელის კულტურული მეგობრობის თვალსაჩინო მოამაგის ბატონი ა. იოსეფის (პაატა იოსებაშვილის) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.
ქალბატონი იზა პირველად ბრძანდება ისრაელში და გულწრფელად აღნიშნავს, რომ ებრაელ ქართველებს დღესაც არ გაუწყვეტიათ ისტორიული მეგობრობის უმტკიცესი ჯაჭვი. პირიქით, ყოველი მათგანი რიგითი მცველივით დგას ამ სიმყარის კიდევ უფრო გასაძლიერებლად და მომავალ თაობებში დასამკვიდრებლად.
სწორედ ამ განწყობით იყო დამუხტული საღამო, რომელსაც შესანიშნავად უძღვებოდა ქართველ ებრაელთა თემის საყვარელი პოეტი და შემსრულებელი ნანა შაბათაშვილ დავარი. წიგნის ავტორს, საღამოს ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოება ისრაელში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის პაატა კალანდაძის სახელით მიესალმა საელჩოს მრჩეველი მანანა დუმბაძე.
სპექტაკლის შემდეგ გაიმართა კონცერტი პოპულარული მუსიკოსების, ბავშვთა ფოლკლორული საცეკვაო ანსამბლის და ადგილობრივი პოეტების მონაწილეობით.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა