

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 50 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს.
მეორე ტური #51 ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტარის გამოსავლენად გაიმართება, ხოლო #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში – გამგებლის ასარჩევად.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერ ანა მიქელაძის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
მეორე ტურში ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას „ნაციონალური მოძრაობიდან“გიორგი რობაქიძე და „ქართული ოცნებიდან“კობა ლურსმანაშვილი აგრძელებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლობისთვის კი ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი თამაზ ლომიძე და „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე დაუპირისპირდებიან.
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი