

8 ოქტომბერს ხარაგაულში, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, გამგებლის არჩევნებიც გაიმართა.
გამგებლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ყოფილი გამგებელი პარტიამ „ქართული ოცნება“ პარლამენტის წევრობის კანდიდატად დაასახელა.
ამ მომენტისთვის ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაში 8 უბნის შედეგებია შემოსული.
საბის, სარგვეშის, ჯაფარეულის, ვანის, საქარიქედის, მარელისის, მაქათუბნისა და გედსამანიის საარჩევნო უბნების მონაცემების მიხედვით, გამგებლობის ექვს კანდიდატს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
#1 საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ – მირზა ინასარიძე – 81 ხმა;
#5 საარჩევნო ბლოკი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – თამაზ ლომიძე – 353 ხმა;
#6 „უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“ – მიხეილ ჭიპაშვილი – 166 ხმა;
#8 საარჩევნო ბლოკი – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – თემურ ფცქიალაძე – 43 ხმა;
#27 „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“ – უშანგი ბერაძე – 75 ხმა;
#41 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – ნიკოლოზ თოფურიძე – 761 ხმა.
ლაურა გოგოლაძე
შოთა ლომიძის ფოტო
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი