

17 საათის მონაცემებით, ბაღდათი-ხარაგაულის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში ამომრჩევლთა 45,96%-მა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
ამომრჩევლების აქტიურობა აღინიშნა ხარაგაულის საარჩევნო ოლქის შემდეგ უბნებში – ბაზალეთი (76,30%), ისლარი (69,70%), საბე (69,49%), მაქათუბანი (61,40%).
17 საათისთვის ამომრჩეველთა მცირე ნაწილი მოვიდა შემდეგ საარჩევნო უბნებში: ბორითი (48,38%), წყალაფორეთი (49,83%), ხევი (49,95%), კიცხი (47,12%).
ამ დროისთვის ხარაგაულში საკუთარი არჩევანი 19 904 ამომრჩევლიდან 11 217 (56,36 %) დააფიქსირა.
ბაღდათის ოლქში ამომრჩეველთა აქტიურობა აღინიშნა ვარციხეში (48,26%), ბაღდათის #1 უბანზე (42,43%); დიმში (40,90%); ბაღდათის #2 უბანზე (51,79%).
ყველაზე დაბალი აქტივობა ბაღდათის ოლქში დაფიქსირდა საკრაულაში (32,45%), ზედა ზეგანისა (34,44%) და ქვედა ზეგანის (34,14%) უბნებზე.
15 საათისთვის ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 38%-მა დააფიქსირა, 12 საათისთვის – 23,6%-მა; ხოლო 10 საათისთვის – 9,53%-მა.
თამთა გოგოლაძე
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა