

12 საათის მდგომარეობით, ბაღდათი-ხარაგაულის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში ამომრჩევლთა 21,97%-მა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
ამომრჩევლების აქტიურობა აღინიშნა ხარაგაულის საარჩევნო ოლქის შემდეგ უბნებში – უბისა (40, 89%), ისლარი (38, 79%), ჯაფარეული (38,50 %), ქვების (36,07%), დიდვაკე (34, 33%), ღორეშა (33,38%), მაქათუბანი (33,22 %), ბაზალეთი (32,85 %), სარგვეში (30,12%), საბე (33,90%), ვანი (32,22 %), ფარცხნალი (30,03 %).
12 საათისთვის ბორითში, კიცხში, ვარძიაში, წყალაფორეთსა და გედსამანიაში ამომრჩეველთა მცირე ნაწილი იყო საარჩევნო უბნებში მისული.
ბორითის საარჩევნო უბანზე 12 საათისთვის საკუთარი არჩევანი გააკეთა ამომრჩეველთა 19,40 %-მა, კიცხში – 18,18%-მა, ვარძიაში – 17,68 %-მა, წყალაფორეთში – 20,34 %-მა, გედსამანიაში – 20,34%-მა.
ბაღდათის ოლქში ამომრჩეველთა აქტიურობა აღინიშნა შემდეგ უბნებზე: ვარციხე (58.12%); მეორე ობჩა (25.91%); ზედა დიმი (24.32%); ფერსათი (24.20); დიმი (20.20%).
ყველაზე დაბალი აქტივობა ბაღდათის ოლქში დაფიქსირდა ხანისა (17.35%) და პირველი ობჩის (18.86%) უბნებზე.
10 საათისთვის ბაღდათი-ხარაგაულის საარჩევნო ოლქში საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველთა 9,53% იყო მისული.
თამთა გოგოლაძე
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ