

ხარაგაულის საარჩევნო ოლქის მოლითის უბანზე კომისიის წევრებმა კენჭისყრით მინიჭებული ფუნქციების გაცვლა მოინდომეს.
კომისიის ის წევრი, რომელსაც გადასატან ყუთზე გამყოლის ფუნქცია შეხვდა, ამ ფუნქციის მეორე წევრისთვის გაცვლას აპირებდა.
ამის გამო მან დამკვირვებლისგან შენიშვნა მიიღო. კომისიის თავმჯდომარემ ინციდენტი აღმოფხვრა.
იმავე მოლითის უბანში კომისიის წევრმა, რომელიც ყუთზე ზედამხედველი უნდა ყოფილიყო, რეგისტრატორობა მოინდომა. კომისიის გადაწყვეტილებით, მას ყუთზე ზედამხედველის ნაცვლად რეგისტრატორის ფუნქცია მიანიჭეს.
ამავე უბანში კომისიის მდივანი მასზე დაკისრებულ ფუნქციებს დამოუკიდებლად ვერ ასრულებს. მას კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილე ეხმარებიან.
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი