

სარემონტო სამუშაოების გამო ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში სწავლა 10 ოქტომბერს დაიწყება.
გიმნაზიის დირექტორის მოადგილე სასწავლო-სააღმზრდელო მუშაობის დარგში ნათელა კამკამიძე ამბობს, რომ შენობის რვა საკლასო ოთახში იატაკი, ჭერი და კარ-ფანჯარა იცვლება.
„რემონტისთვის 25 ათასი ლარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მივიღეთ, – ამბობს ნათელა კამკამიძე, – თანხა ცალკეულმა პიროვნებებმაც შემოგვწირეს. სარემონტო სამუშაოებზე, ძირითადად, „ხარაგაულკეთილმოწყობის“ თანამშრომლები მუშაობენ. მადლობა ყველას, ვინც უანგაროდ გვეხმარება.“
10 ოქტომბერს სასულიერო გიმნაზიაში სწავლას 14 პირველკლასელი შეუდგება.
„გიმნაზია განათლების სამინისტროს პროგრამებში არ არის ჩართული და პირველკლასელები ბუკებს ვერ იღებენ. ამის გამო, რამდენიმე მშობელმა, რომელსაც შვილის გიმნაზიაში შემოყვანა სურდა, თავი შეიკავა და სხვა სკოლაში წაიყვანა,“ – ამბობს ნათელა კამკამიძე.
მისი ინფორმაციით, გიმნაზიაში კარგად შენახული და მოვლილი სახელმძღვანელოების ფონდი აქვთ და სასწავლო წიგნები ყველა მოსწავლეს ექნება.
ნინო კაპანაძე

ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა