

ვარინკა წერეთლის სახელობის ლირიული სიმღერის ტრადიციულ ფესტივალში მოპოვებული წარმატებისათვის გრანპრი ხარაგაულელმა სალომე კვირიკაშვილმა დაიმსახურა.
წელს კონკურს-ფესტივალში „ვარინკობა – 2016“ მონაწილეები შეაფასა ჟიურიმ თამარ ჭოხონელიძის, რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძისა და ნუგზარ კვაშალის შემადგენლობით.
„ვარიანკობა – 2016“ ზესტაფონში 24 სექტემბერს გაიმართა და მასში იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
გრანპრის მფლობელი სალომე კვირიკაშვილი ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდა.
ვულოცავთ სალომეს, მის პედაგოგებსა და მშობლებს ამ დიდ წარმატებას.
ფოტოებზე: სალომე კვირიკაშვილი კომპოზიტორ რუსუდან სებისკვერაძესთან, ხარაგულის კულტურის სამსახურის უფროს ირინე ჩხეიძესთან და პედაგოგ დარეჯან გვაძაბიასთან ერთად.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში