

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხარაგაულში გამგებლის რიგგარეშე არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა გამოაქვეყნა.
ცესკოს მონაცემებით, #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 19 871 ამომრჩეველია.
რიგგარეშე არჩევნები მოქმედი გამგებლის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებამ გამოიწვია.
ხარაგაულის გარდა გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში გაიმართება, ხოლო ახალციხეში – ქალაქის მერის.
რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდება.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განკარგულება 19 აგვისტოს გამოსცა.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 20 371 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის – 20 328 ამომრჩეველი.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში