

ზვარეს ახალგაზრდული ბანაკის წლევანდელი სეზონი დასრულდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით ზვარეს ბანაკმა მშვიდობის კორპუსის რვა ამერიკელ მოხალისესა და 47 ქართველ ახალგაზრდას რვა დღე უმასპინძლა.
5 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით ზვარეს ახალგაზრდულ ბანაკში 200-მდე ახალგაზრდამ სამ ნაკადად დაისვენა.
თითოეული ნაკადის 70-მდე ახალგაზრდა ბანაკში სამ დღეს ატარებდა. სპორტული, ინტელექტუალური და გასართობი აქტივობები წინასწარ იყო განსაზღვრული.
დამსვენებლები ორგანიზატორების დავალებით იღებდნენ ფილმებს სხვადასხვა თემებზე, იმართებოდა ცეკვისა და სიმღერის კონკურსები, დგამდნენ იუმორისტულ სკეტჩებს. „სიკეთის საათის“ მონაწილეები მოსახლეობას ეხმარებოდნენ. საღამოს სახელდებოდა „დღის გმირი“.
ბანაკში ხარაგაულელ ახალგაზრდებთან ერთად ბაღდათის, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ის ახალგაზრდები ისვენებდნენ, რომლებმაც ხარაგაულის ტურიზმის სამსახურისგან განხორციელებულ პროექტებში გაიმარჯვეს.
ზვარეს ბანაკის მონაწილეები ლილი იმედაიშვილი, ანა ჩხეიძე და ანა გეჯაძე თვლიან, რომ ზვარეში არაჩვეულებრივი დღეები გაატარეს და თითოეულ აქტივობაში დიდი ხალისით ერთვებოდნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი ტურიზმის საკითხებში მამუკა ჭიპაშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზვარეს ახალგაზრდულ ბანაკს ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ბანაკური ცხოვრების შეცნობის თვალსაზრისით.
თამთა გოგოლაძე
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა