

მარელისის მოასფალტებული გზა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ დაათვალიერეს.
ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, მარელისის გზის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ფონდის დირექტორის თქმით, მზადდება სოფელ ლეღვანის ოთხ კილომეტრიანი გზის პროექტი, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაატა გოგოლაძე მარელისის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მნიშვნელობის შეფასებისას ამბობს, რომ ამ გზით ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორები ისარგებლებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე იმედოვნებს, რომ მარელისის მოასფალტებული გზა სოფლის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
მარელისელების სურვილია, რომ კეთილმოწყობილმა გზამ მათ სოფელში ტურიზმის განვითარებას ხელი შეუწყოს.
თამთა გოგოლაძე
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა