

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბაღდათი-ხარაგაულის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი რობაქიძე დაასახელა.
დავით ბაქრაძემ ხარაგაულში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „გიორგი რობაქიძე ძალიან ენერგიული, საქმიანი და მცოდნე ადამიანია“.
„ჩვენ ძველი შეცდომების გამოსწორებით და ახალი ენერგიით შევუდგებით საქართველოს აღორძინებას,“ – განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რომან გოცირიძემ და გიორგი კანდელაკმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი რობაქიძემ აღნიშნა, რომ ხარაგაულელებთან და ბაღდათელებთან ერთად შეეცდება მათი პრობლემების მოგვარებას.
გიორგი რობაქიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარეა.
თამთა გოგოლაძე
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა