

თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის მეცხრე ყრილობაში საქართველოს 40-მდე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე და გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონფერენცია ბორჯომში გაიმართა. მთავარი თემა ადგილობრივ თვითმმართველობებში პროგრამული ბიუჯეტის შექმნა და მისი ეფექტურად გამოყენება იყო.
„გერმანიის ფინანსისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს, – ამბობს კონფერენციის მონაწილე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-სახაზინო განყოფილების უფროსი ნინო მაღლაკელიძე, – ინფორმაცია საქართველოს რამდენიმე ქალაქში დანერგილი პროგრამული ბიუჯეტის შესახებ მოვისმინეთ. სიახლეების გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია და სახაზინო მომსახურების დროს წარმოქმნილი პრობლემების დაძლევაში დაგვეხმარება.“
ნინო მაღლაკელიძე ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლა რთულია, რადგან, „ხარაგაულის ბიუჯეტი „ხელფასების ბიუჯეტია“ და ძირითად პროგრამებს ვერ ვახორციელებთ.“
კონფერენციაზე მონაწილე სპეციალისტების განცხადებით, ახალი მოდელის დანერგვის შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა. ამ გზით ბიუჯეტი სწორად მოერგება მოსახლეობის მოთხოვნებსა და მათ მიერ წინასწარ შერჩეულ პრიორიტეტებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი კონფერენციით კმაყოფილია და ამბობს, რომ სრულად გაითავისა ის პასუხისმგებლობა, რაც ბიუჯეტის დამტკიცებამდე უნდა განახორციელოს.
„ბიუჯეტის დაგეგმვისას მოსახლეობის ჩართულობა უმთავრესია, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ბიუჯეტში მოსახლეობის მოთხოვნები უნდა აისახოს. გასული წლის ბოლოს სოფლებში შეხვედრებზე პრიორიტეტების შერჩევას შევეცადეთ.“
ვარლამ ჭიპაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება პროგრამულ ბიუჯეტს შეიმუშავებს და მოქალაქეების ჩართულობა პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენისას გაიზრდება.
ფოტო – ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდიდან
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ