

დღეს, 3 აგვისტოს, 73 მაჟორიტარული საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 3 617 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.
#51 ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა საბუთების მიღება #52 ბაღდათისა და #48 ხარაგაულის საოლქო კომისიებში ხვალიდან, 4 აგვისტოდან, დაიწყება და 17 აგვისტოს დასრულდება.
ხარაგაულის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველებმა საბუთები უნდა წარადგინონ ხარაგაულის საოლქო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ხარაგაული, 9 აპრილის ქ. #46;
ბაღდათის საუბნო საარჩევნო და ზესტაფონის მაჟორიტარული ოლქების – ილემის, სანახშირეს, შროშის, ფუთისა და ძირულის საუბნო კომისიების წევრობის მსურველებმა უნდა მიაკითხონ #52 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიას (მისამართი: ბაღდათი, სააკაძის ქ. #5).
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მაყვალა სულაქველიძის ინფორმაციით, კონკურსანტებმა უნდა წარადგინონ პირადობის მოწმობა, განცხადებას კი ადგილზე შეავსებენ.
„დოკუმენტაციას გადავაგზავნით ბაღდათის საარჩევნო ოლქში, – განმარტავს მაყვალა სულაქველიძე, – ხარაგაულის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ბაღდათის კომისია შეარჩევს.“
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის ექვსი წევრი საოლქო კომისიამ კონკურსის წესით უნდა გამოავლინოს.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში