გვიამბობს ნოდარ სხილაძე
ყალბი ათლარიანი
ცხონებული ვახტანგ ლურსმანაშვილი ავტოსადგურის ტერიტორიაზე მუშაობდა. კიდეც პარიკმახერობდა და მეუღლესთან ერთად ე.წ. ბუტკაშიც ვაჭრობდა.
ერთ დილას დავინახე, რომ ხუთი-ექვსი ადამიანი შეკრებილა და რაღაცას ბჭობენ.
დავინტერესდი და მივედი.
– რა მეშველებაო, – ვიშვიშებს, წუხს ვახტანგი. ვიღაცას ყალბი ათლარიანი შეუპარებია, – ერთი კვირა უნდა ვიმუშაო, ათი ლარი რომ დამრჩესო… ეს რომ ხაშურში წავიღო და ვინმემ გამიგოს, ცემაში ამომხდიან სულსო.
უცბად მომიბრუნდა და მეკითხება, – ზეგ ქელეხში ვარ დაპატიჟებული და გადასახურავად რომ მივიტანო, ხომ არავინ გაიგებსო.
-გადასახურავად არ ვიცი, მარა მიცვალებულს თუ გაუკეთებ თითებში, მაგას ვერავინ ვერ მიხვდებაო – თქო, – ვუთხარი და ატყდა კიდეც ხარხარი.
ნერგები
ცხონებული ბონდო კვირიკაშვილი და მე ვზივართ მისი მაღაზიის წინ და ვსაუბრობთ. დილაა, გაზაფხულია და ნერგების დარგვის დროა. გავხედეთ და მოდის ლეო წულუკიძე. გასაყიდი ნერგები მოაქვს.
– რისი ნერგებიაო? – დაუძახა ბონდომ.
– ვარდენიჩო, – მიუგო ლეომ, – ისეთი ალუჩაა, ალუჩის უნახავს გაგხდისო.
ხუთი ნერგი იყიდა ბონდომ. ჩაიდო ფული ლეომ ჯიბეში და წავიდა.
უცებ ეძახის ბონდო, – ეს რომ მწარე ტყემლის ნერგები გამოდგეს, ვაი შენი ბრალიო…
შემოტრიალდა ლეო და ეუბნება:
-ვარდენიჩ, მაგის ნაყოფის მოსხმას ვერც მე მოვესწრები და ვერც შენ და მერე თუ გინდა, ბია მოუბია, რას დევეძებო.
წულუკიძემ გადააგდო
მე და ნიკუშა მაღრაძე ერთად ვმუშაობდით დასუფთავების სამსახურში.
ერთ დღეს ამირან ბარბაქაძე და ლეო წულუკიძე მორიგეობდნენ. ლეო რატომღაც ვერ მოვიდა სამორიგეოდ. ამირანმა იმუშავა, მოვიდა ნიკუშასთან და შესჩივლა, – წულუკიძემ გადამაგდოო.
– ამირანო, – გაამხნევა ნიკუშამ თანამშრომელი, – წულუკიძეებმა და ორჯონიკიძეებმა ნიკოლოზ მეორე გადააგდეს და შენ რომ გადაგაგდოს, რა გასაკვირიაო.
მამუკა ჭიპაშვილის ნახატები
დღეს, 9 იანვარს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლის გაგრძელდება 2024-2025 სასწავლო წლის
დღეს, 9 იანვარს, 40 დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის, ღირსეული პიროვნების,
დღეს, 28 დეკემბერს, ხარაგაულელები 9 აპრილის სკვერში შეიკრიბნენ და სოლომონ მეფის
28 დეკემბერს, 15:00 საათზე, სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით,
20 დეკემბერს ევროკომისიამ წამოაყენა