

29 ივლისს, საღამოს 19 საათზე, ზვარეში ახალგაზრდული ბანაკის წლევანდელი სეზონი გაიხსნება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორის, ბერიკა თურმანიძის, ინფორმაციით, ზვარეს კარვების ბანაკი მშვიდობის კორპუსის 8 ამერიკელ მოხალისესა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 47 ქართველ ახალგაზრდას უმასპინძლებს.
„მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა ბანაკის პროგრამა თავად დაგეგმეს, – ამბობს ბერიკა თურმანიძე, – დაგეგმილი აქტივობები, ძირითადად, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ემსახურება. დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც.“
მშვიდობის კორპუსმა ზვარეს კარვების ბანაკის ორგანიზება ხარაგაულის ტურიზმის სამსახურისგან შეისყიდა.
„ამ თანხით (6 700 ლარი) ბანაკის ტერიტორია მოწესრიგდა, – ამბობს ბერიკა თურმანიძე, – მოეწყო სველი წერტილები, სამზარეულო, საჭირო ინვენტარი, ახალი კარვები და საკვები შევიძინეთ.“
ახალგაზრდული ბანაკის პირველი ნაკადის მონაწილეები ზვარეში რვა დღეს დაისვენებენ.
ზვარეს ახალგაზრდული ბანაკი 5 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით 200 ხარაგაულელ ახალგაზრდას სამ ნაკადად მიიღებს.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა