

მოლითში მცხოვრებნი საავტომობილო გზაზე სატვირთო ავტომანქანების ინტენსიური მოძრაობისგან ჰაერის დაბინძურებით უკიდურესად არიან შეწუხებულები.
– მოლითის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება, – ამბობენ ნუნუ ღონღაძე და ლია კვინიკაძე, – ჩინური სამშენებლო კომპანიის მძიმეწონიანი ავტომობილები გზაზე დიდი სისწრაფით გადაადგილდებიან.
საშინელი მტვერი დგება. პროტესტის ნიშნად ორჯერ გადავკეტეთ გზა, რის შედეგადაც ამჟამად ირწყვება მხოლოდ სოფლის ცენტრი. ჩვენი საცხოვრებელი ბინის მიმდებარე გზა არ ირწყვება და გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ, სუნთქვა აღარ შეიძლება.
მივესალმებით, რომ სწრაფმავალი რკინიგზის ხაზი კეთდება, მაგრამ ეს ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს, – ამბობენ მოლითელები.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს დავით დევდარიანს, რომელიც ამბობს, რომ „ამ მასშტაბების მშენებლობას გარკვეული დისკომფორტი ახლავს თან. ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით სოფელ მოლითის ცენტრი ირწყვება.“
დავით დევდარიანის თქმით, ისინი დაინტერესდებიან ამ საკითხით, დაუკავშირდებიან ჩინურ კომპანიას და სთხოვენ მოაწესრიგონ გზის მორწყვის სისტემა ამ ტერიტორიაზე.
თამთა გოგოლაძე
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა