ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 ივლისს გამართულ სხდომაზე #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად გია ცისკაძე აირჩია. შეგახსებებთ, რომ ის ამ მომენტამდე ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობს, კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და კონკურსში ხელახლა მონაწილეობდა.
გია ცისკაძის ინფორმაციით, #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის უახლოესი სხდომა, სავარაუდოდ, 21-22 ივლისს ჩატარდება. ამ სხდომაზე კომისიის წევრებმა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი