

კიცხის საჯარო სკოლა ქვეყნის მასშტაბით იმ ორმოც სკოლას შორისაა, სადაც ორი წლის მანძილზე მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისე იმუშავებს.
„ძალიან გვინდოდა, რომ სკოლაში ამერიკელი მოხალისე გვყოლოდა, – ამბობს კიცხის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი, – ეს მნიშვნელოვანია სკოლისა და თითოეული მოსწავლისათვის.“
კიცხელ მოსწავლეებს ინგლისური ენის შესწავლაში ორი წლის მანძილზე თიმოთი (დენიელ) ფერრი დაეხმარება. ის ვირჯინიის შტატიდანაა და კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.
„8 ივლისს თიმოთი ფიცს მიიღებს და მეორე დღეს კიცხში მასპინძელ ოჯახში ჩამოვა, – გვიამბობს თამარ წიწილაშვილი, – 25 აგვისტოდან კიცხის სკოლაში მოსწავლეებისთვის ერთკვირიანი ინგლისურენოვანი ბანაკი მოეწყობა. ბანაკის პრიორიტეტი სასაუბრო ენის დახვეწაა. ინგლისური ენის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა თიმოთისთან ერთად ტურისტული ბუკლეტი უნდა დაამზადონ. ბანაკის ბოლო დღეს ლაშქრობაზე წავალთ.“
თამარ წიწილაშვილი ამბობს, რომ თიმოთი ძალიან კომუნიკაბელური და მონდომებულია. კიცხში ის სკოლის საქმეთა მმართველის, ია გიორგაძის ოჯახში იცხოვრებს.
ფოტოზე: ამერიკელი მოხალისე თიმოთი ფერრი კიცხის საჯარო სკოლის დირექტორ თამარ წიწილაშვილთან ერთად
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა