

10-15 ივნისს ხარაგაულში სამთო გამყოლების ასოციაციის ექსპერტები და მთასვლელები – არჩილ ცინცაძე და ილია ბერულავა იმყოფებოდნენ.
მათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარეს.
ტურიზმის ცენტრის დირექტორ ბერიკა თურმანიძის ინფორმაციით, ტრენინგის სამი დღე სამთო გამყოლის მოვალეობებისა და შესაძლებლობების შესახებ თეორიული მასალის შესწავლას დაეთმო.
შემდეგი ორი დღის განმავლობაში კი ტრენინგის მონაწილეებმა პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში – რკინის ჯვარზე, სამეცხვაროსა და ლომისმთაზე.
ტრენინგის მონაწილეებმა საფეხმავლო გამყოლის სერთიფიკატები მიიღეს.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა