

ტრადიციული ქორეოგრაფიული ფესტივალი – „კიდევაც დაიზრდებიან“ 18 ივნისს ხარაგაულში მეშვიდედ გაიმართება.
ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლ „უბისის“ ქორეოგრაფის, ზაზა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ფესტივალში ხარაგაულის სოფლებში მოქმედი ყველა ქორეოგრაფიული წრე მონაწილეობს. ფესტივალში სტუმრის სტატუსით ქუთაისის ერთ-ერთი ქორეოგრაფიული ანსამბლი ჩაერთვება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის, ვასილ კიკნაძის ინფორმაციით, ქორეოგრაფიულ ფესტივალში ხევის, ხუნევის, უბისის, მოლითის, კიცხის, ზვარის, წიფას საჯარო სკოლებში არსებული ქორეოგრაფიული წრეები ჩაერთვნენ. ფესტივალში ხალხური შემოქმედების სახლთან არსებული ანსამბლი „საუნჯეც“ მონაწილეობს.
ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, ქორეოგრაფიული ფესტივალი ხარაგაულის ქუჩებში მოცეკვავეთა მსვლელობით დაიწყება.
ფესტივალი ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში ღია ესტრადაზე ჩატარდება.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა