

ცესკომ რეგისტრაციაში გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისგან წარდგენილი სარეფერენდუმო საკითხი „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“
ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ქეთევან ჯანელიძის განმარტებით, საინიციატივო ჯგუფმა ცესკოს სამი თვის ვადაში 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა უნდა წარუდგინოს.
ცესკო მხარდამჭერთა ხელმოწერებს ერთი თვის ვადაში შეამოწმებს და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადასცემს.
საბოლოოდ პრეზიდენტი გადაწყვეტს, დაინიშნოს თუ არა რეფერენდუმი.
ფოტოზე: არჩევნები ხარაგაულის #2 საარჩევნო უბანზე, 2014 წ.
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი