

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება.
მასთან ერთად საქართველოს 13 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ტალინში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტრურებში ინტეგრაციის საკითხებს გაეცნობა.
„მე გახლავართ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, – ამბობს პაატა გოგოლაძე, – 6 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით ტრენინგ-სემინარზე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს დეტალურად გავეცნობით, – თუ რა სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის ევროინტეგრაციის პროცესს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, როგორ გავაცნოთ თითოეულ მოქალაქეს რეფორმები, რომელსაც ამ გზაზე განვახორციელებთ.“
პაატა გოგოლაძის თქმით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემებზე მოსახლეობის ინფორმირებისა და ჩართულობის კუთხით თვითმმართველობის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი