

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან დაბა ხარაგაული, კიცხი და ვარძია მოხვდნენ.
იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს მრჩევლის, მარიამ თუთბერიძის ინფორმაციით, სააგენტოში განმარტავენ, რომ მათთვის ხარაგაული ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, რადგან დასახლებები ცენტრალურ ბოჭკოვან კაბელებთან ახლოსაა.
„კონკრეტული ვადა ვერ სახელდება, რადგან ჯერ მოლაპარაკებები არ დასრულებულა, – ამბობს მარიამ თუთბერიძე, – ბევრი პროცესია გასავლელი და სავარაუდოდ, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტიზაციის პროცესი ხარაგაულში ვერ მოესწრება.“
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებით დაიფარება სოფლები, რომლის მოსახლეობა აღემატება 200 ადამიანს. პროექტი ხორციელდება ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით.
პროექტი ასევე მოიცავს რეგიონის მასშტაბით კვალიფიციური კადრების გადამზადებას, ტრენერების მომზადებას, დამწყები მაღალტექნოლოგიური კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
ნინო კაპანაძე
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა