

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პირველი ეტაპი სამოცმა ხარაგაულელმა მეწარმემ გადალახა.
ხარაგაულის, ზესტაფონისა და ვანის მუნიციპალიტეტებში პროგრამის ბიზნესის განვითარების ოფიცერის, ჭაბუკი ჭეიშვილის, ინფორმაციით, მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები ბიზნეს გეგმებზე მუშაობენ.
„ბიზნეს გეგმა მაისის ბოლომდე უნდა მოგვაწოდონ, – ამბობს ჭაბუკი ჭეიშვილი, – პროექტის გამარჯვებულები ივნისის ბოლოს დასახელდებიან.“
მისივე თქმით, ხარაგაულელები ძირითადად მომსახურების სფეროსა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარებით დაინტერესდნენ.
„დაფინანსების კუთხით შეზღუდული არავინაა. თუ სამოცივე კონკურსანტი კარგ ბიზნეს გეგმას წარმოადგენს, დაფინანსდება,“ – ამბობს ჭაბუკი ჭეიშვილი.
პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ თანადაფინანსება იდეის განსახორციელებლად. ერთი მეწარმე 5 000 ლარამდე თანხით დაფინანსდება, ორი მეწარმე – 10 000 ლარამდე, სამი მეწარმე – 15 000 ლარამდე.
გასულ წელს პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შვიდი ინდმეწარმისა და ხუთი ამხანაგობის პროექტი დაფინანსდა.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.
ფოტოზე: პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გამართული საინფორმაციო შეხვედრა ხარაგაულში
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა