

წლების განმავლობაში ვენეციის კომისია, ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს უწევდნენ რეკომენდაციას, რომ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა თანაბარი ყოფილიყო. ამით მაჟორიტარი პარლამენტარების მანდატის წონა გათანაბრდება.
ცესკოს განკარგულებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 53 საოლქო საარჩევნო კომისია „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 21-ე მუხლით დადგენილ უფლებამოსილებებს სრულად განახორციელებს, ხოლო 20 საოლქო საარჩევნო კომისია – ნაწილობრივ.
მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა #51 საარჩევნო ოლქში ბაღდათის მუნიციპალიტეტთან და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებთან – ილემი, სანახშირე, შროშა, ფუთი, ძირულა – ერთად.
ცესკოს გადაწყვეტილებით, ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისია სრულად განახორციელებს თავის უფლებამოსილებებს, ხოლო ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია – ნაწილობრივ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მრჩეველ ანა მიქელაძის განმარტებით, #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში გაატარებს კომისიაში შესულ განცხადებებს, საჩივრებს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსისათვის კონკურსანტთა საბუთებს და გადაწყვეტილებების მისაღებად გაგზავნის უფლებამოსილ ანუ #51 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია მოიძიებს და მოაწესრიგებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის შენობებს, უზრუნველყოფს მათ საარჩევნო ინვენტარითა და დოკუმენტაციით; ხელს შეუწყობს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგის ორგანიზებასა და ჩატარებას; უზრუნველყოფს არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის გავრცელებას.
მოთხოვნის შემთხვევაში, #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია მონაწილეობას მიიღებს ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ფოტოზე: 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ლეღვანის საარჩევნო უბანზე
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ