

ხვალ, 4 მაისს, მ/ძ ქვესადგურ „ხარაგაული-წევაში“ დაგეგემილი ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით, 11:00-დან 17:00 საათამდე, შეეზღუდება დაახლოებით 3600 აბონენტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრსა და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ძაბვა დროებით შეეზღუდება შემდეგ დასახლებულ პუნქტებს: დაბა ხარაგაული, სოფლები ბაზალეთი, ღარიხევი, მიროწმინდა, საბე, სარგვეში, ქროლი, ღარიხევი, ღორეშა, ხორითი, თეთრაწყარო, ლაშე,უჩამეთი, ღვერკი, ხემაღალი, ლაშის იგორეთი, ახალსოფელი, ფარცხნალი, ისლარი, ჩხერი, ღუდუმექეთი, ჯაფარეული.
პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ყოველწლიურად ტარდება ენერგო-პრო ჯორჯიას ყველა გამანაწილებელ ქვესადგურში.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა