

5 აპრილიდან 26 აპრილამდე მიმდინარეობდა ინტელექტუალური კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“. კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოცდახუთი სკოლა ჩაერთო.
შესარჩევი ტურები ბორითში, მოლითში, კიცხსა და ხარაგაულში გაიმართა.
კონკურსის ფინალში, ხარაგაულის ისტორიის ცოდნაში, ერთმანეთს შეეჯიბრენ მოლითის, ხევის, მარელისის, ბორის, ვახანის, სასულიერო გიმნაზიისა და კიცხის საჯარო სკოლების გუნდები.
კონკურსში „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ბორის საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.
კონკურსი წელს ხარაგაულში მეორედ გაიმართა. იდეა მამუკა ჭიპაშვილს ეკუთვნის. ორგანიზატორები არიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი, გამგეობის კულტურის სამსახური და საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა