

დღეს, 23 აპრილს, ინტელექტის დღესთან დაკავშირებით გამართულ ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ ხარაგაულში სასულიერო გიმნაზიის გუნდმა გაიმარჯვა.
მეხუთე წელია, რაც საქართველოს მასშტაბით ინტელექტის დღე ამ ღონისძიებით აღინიშნება.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის შენობაში გამართულ ინტელექტუალურ თამაშში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ჩაერთო.
„ღონისძიების ორგანიზატორები არიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები და ინტელექტ-კლუბი „რა, სად, როდის?“ – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე, – ყველა მუნიციალიტეტში ერთსა და იმავე დროს დაიწყო ინტელექტუალური თამაში. შეკითხვებს ინტელექტკლუბი ამზადებს და თამაშსაც კლუბის წარმომადგენლები უძღვებიან.“
დავით კიკნაძის ინფორმაციით, მუნიციპალურ ტურში გამარჯვებული გიმნაზიის გუნდი 16 მაისს თბილისში ფინალურ შეხვედრაში ჩაერთვება.
ფოტოებზე: გამარჯვებული გიმნაზიის გუნდი მასწავლებლებთან ერთად; ინტელექტუალური თამაში ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა